ეპიდვითარება რუსთავში

2021-04-17 19:28:32

გასული 24 საათის განმავლობაში, კოვიდ19 N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 14 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში 139 პირი გამოიკვლიეს.

გამოკვლეულებს შორის 2 პედაგოგი, 3 კი ტაქსის მძღოლი იყო, კოვიდ19 არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა.

სანიშნავია, რომ ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა კლინიკაში სწრაფი ტესტის "პისიარით" გადამოწმების შედეგად დადასტურდა.

კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა მერი ლოლაძემ "ინფო რუსთავს" უთხრა, სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსზე 181 პირი შეამოწმეს.

პაციენტებს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები ჩაუტარდათ.