გამწვანების აქცია რუსთავის 24-ე საჯარო სკოლაში [photo]

2021-04-17 13:40:06

რუსთავის #24-ე საჯარო სკოლის ეზოში გამწვანების აქცია მოეწყო.

სკოლის მიმდებარე ტერიტორიის გამწვანება სამოქალაქო მოძრაობა "გავიგუდეთ"-სა და ფონდი "გიმნაზიელების" ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა.

ფონდი, რომელშიც აღნიშნული სკოლის კურსდამთავრებულები ერთიანდებიან, კონკრეტულად ამ პროექტის იდეის გარშემო შეიქმნა, თუმცა, როგორც მისი დამფუძნებელი, ზვიად ასათიანი აღნიშნავს, იგეგმება სხვა პროექტების განხორციელებაც.

"ინციატივა წამოვიდა სპონტანურად. როდესაც "გავიგუდეთ" ამწვანებდა მე-20 სკოლას, მაშინ ვთხოვეთ, რომ შემდეგი პროექტი გაეკეთებინათ გიმნაზიაში, ჩვენი თანამონაწილეობით. ამ მიზნით, სკოლის კურსდამთავრებულებმა შევქმენით ფონდი "გიმნაზიელები". 5 ადამიანი შევიკირიბეთ კონკრეტულად ამ პროექტისთვის, თუმცა სამომავლოდ ვგეგმავთ არამარტო ინფრასტრუქტურული, არამედ საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებასაც სკოლაში", - განაცხადა "ინფო რუსთავთან" ზვიად ასათიანმა.

მოძრაობა "გავიგუდთ"-ს ერთ-ერთი დამფუძნებლის, თიკო მაღედანის თქმით, მნიშვნელოვანია სკოლის დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულების მხრიდან მის განვითარებაში მსგავსი ჩართულობა.

"აქცია არის "გავიგუდეს" და ყოფილი გიმნაზიელების, სკოლადამთავრებულების ერთობლივი პროექტი. ასევე, გვეხმარებიან მოქმედი გიმნაზიელებიც, მოსწავლეები და ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სკოლის დამთავრების შემდეგ, ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა, თუნდაც, ჩვენი მისი ეზოების გამწვანების კუთხით. აქ ეწყობა საირიგაციო სისტემაც, რათა დარგული ხეების უმრავლესობამ გაიხაროს", - განაცხადა მაღდენმა.

გარდა ამისა, როგორც თიკო მაღედანმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, ისინი, როგორც მე-20 სკოლის შემთხვევაში, აღნიშნულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაშიც აქტიურად იქნებიან ჩართული ხეების მოვლა-პატრონობაში.

"სკოლას ექნება მოვლა-პატრონობის ფუნქცია შეთავსებული, თუმცა, როგორც იცით, შარშან მე-20 სკოლა რომ გავამწვანეთ, იქ მუდმუვად მივდივართ მონიტორინგზე, ვამოწმებთ რა მდგომარეობაშია ხეები და ჩვენი მხრიდანაც, სადაც ჩართულობა იქნება საჭირო, რა თქმა უნდა, ჩავერთვებით. მე-20 სკოლაში ნერგების დიდმა უმრავლესობამ გაიხარა", - განაცხადა თიკო მაღედანმა.

გამწვანების აქციის ფარგლებში, ტერიტორიაზე 150 ნერგი თელასა და ფიჭვის ხე დარგო.