მომდევნო 4 დღის ამინდის პროგნოზი

2021-04-17 01:07:48

17-19 აპრილს საქართველოს ზოგიერთ რაიონში სითბოს ფონზე ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობსა და ბარში +20, +25 გრადუსი იქნება.

თბილისში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა  +22, +24 გრადუსი სითბო დაფიქსირდება.

რუსთავში ჰაერის ტემპერატურა იქნება: 17 აპრილი +24°C, 18 აპრილი +24°C, 19 აპრილი +25°C, 20 აპრილი +27°C.