კოვიდ19-ის ახალი შემთხვევები რუსთავში

2021-04-16 19:49:09

რუსთავში კორონავირუსზე 355 პირი შეამოწმეს.

გასული 24 საათის განმავლობაში, კოვიდ19 N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 15 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში 188 პირი გამოიკვლიეს.

გამოკვლეულებს შორის 2 პედაგოგი, 1 კი ტაქსის მძღოლი იყო, კოვიდ19 არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა.

აღსანიშნავია, რომ ინფიცირების 1 ახალი შემთხვევა კლინიკაში სწრაფი ტესტის "პისიარით" გადამოწმების შედეგად დადასტურდა.

კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა მერი ლოლაძემ "ინფო რუსთავს" უთხრა, სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსზე 167 პირი შეამოწმეს.

პაციენტებს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები ჩაუტარდათ.