რუსთაველი მომღერალი "ვოისში"

2021-04-16 18:35:08

მარიამ დოკვაძე 23 წლის რუსთაველი მომღერალია, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მუსიკალურ პროექტში "ვოისში" მონაწილეობს.

ახალგაზრდა მომღერალმა მეგაშოუს პირველი და მეორე ტური წარმატებით გაიარა და ახლა პირველი ლაივ კონცერტისთვის ემზადება, რომელიც შაბათს, 17 აპრილს 22:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში დაიწყება.

მარიამი სხვა კონკურსანტებთან ერთად ნახევარფინალში მოსახვედრად იბრძოლებს.

იმისათვის, რომ რუსთაველი მუსიკოსი მარიამ დოკვაძე პროექტში დარჩეს და ფინალამდე მისასვლელი ეტაპები გაიაროს გულშემატკივრების მხარაჭერაა საჭირო.

მარიამის მხარდამჭერი ნომერი ცნობილი გახდება უშუალოდ პირდაპირი ეთერის დროს, რომლის მეშვეობითაც მის მხარდაჭერას შეძლებთ. ხმის მიცემა შესაძლებელი იქნება Facebook-ის საშუალებითაც.

ფეისბუქ მესენჯერში თქვენი ხმის დასაფიქსირებლად უნდა შეხვიდეთ „ვოისის“ ოფიციალურ გვერდზე და გახსნათ პირადი შეტყობინების ფანჯარა, სადაც დაგხვდებათ რუსთაველი მომღერლის სახელი და გვარი. მონიშნავთ მარიამ დოკვაძეს, რომ ის გადავიდეს ნახევარფინალში.

ახალგაზრდა მომღერალი რუსთაველებს აქტიურობისკენ მოუწოდებს და სთხოვს, რომ 17 აპრილს, 22:00 საათზე საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში უყურურონ მის გამოსვლას, მოწონების შემთხვევაში კი დაურეკონ ნომერზე, რომელიც მარიამ კონცერტის მსვლელობის დროს მიენიჭება.

"ყოველთვის მქონდა ჩემი ქალაქის მხარდაჭერის იმედი და ყოველთვის ვცდილობდი, რომ რუსთავის სახელი გამეტანა მის ფარგლებს გარეთ. ვფიქრობ, რომ ჩემი წარმატება გარკვეულ წილად ჩემი ქალაქის წარმატებაც იქნება. დიდი იმედი მაქვს, რომ თანაქალაქელები ყურადღებით და დადებითად მოეკიდებიან ჩემს პროექტში მონაწილეობას და საშუალებას მომცემენ დიდხანს ვიდგე სცენაზე, რაც ამ ეტაპზე ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია"- განუცხადა ინფო რუსთავს მარიამ დოკვაძემ.