ეპიდვითარება რუსთავში

2021-04-15 20:46:42

რუსთავში კორონავირუსზე 361 პირი შეამოწმეს.

გასული 24 საათის განმავლობაში, კოვიდ19 N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 11 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში 175 პირი გამოიკვლიეს.

გამოკვლეულებს შორის 7 პედაგოგი და 1 ტაქსის მძღოლი იყო, კოვიდ19 არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა.

კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა მერი ლოლაძემ "ინფო რუსთავს" უთხრა, სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსზე 186 პირი შეამოწმეს.

პაციენტებს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები ჩაუტარდათ.