რუსთავში კორონავირუსზე 249 პირი შეამოწმეს.
გასული 24 საათის განმავლობაში, კოვიდ19 N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 20 პირს დაუდასტურდა.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 205 პირი შემოწმდა.
გამოკვლეულებს შორის 1 პედაგოგი და 4 ტაქსის მძღოლი იყო, კოვიდ19 არცერთს არ დაუდასტურდა.
კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.
როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა მერი ლოლაძემ "ინფო რუსთავს" უთხრა, სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსზე 144 პირი შეამოწმეს.
პაციენტებს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები ჩაუტარდათ.