შეიზღუდება მოქალაქეების ვიზიტი

2021-04-14 11:48:28

15 აპრილიდან რუსთავის წყლის სერვის ცენტრი მომხმარებლებს დისტანციურად მოემსახურება.

პანდემიის გათვალისწინებით, 15 აპრილიდან, რუსთავის წყლის სერვის ცენტრში შეიზღუდება მოქალაქეების ვიზიტი და მომხმარებლები მომსახურებას სრულად დისტანციურად მიიღებენ. 

განცხადებებისა და დოკუმენტაციის გაგზავნა შესაძლებელია კომპანიის ელექტრონულ ფოსტაზე online@rwc.ge; ონლაინ რეჟიმში მიღებული განცხადების განხილვის პროცესის დასრულების შემდეგ მომხმარებლები კომპანიის პასუხს ელექტრონული ფოსტით მიიღებენ.

დისტანციური მომსახურების შესახებ დეტალური  ინფორმაცია განთავსებულია კომპანიის ვებ-გვერდზე, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის - 341 22 00 11 და ონლაინ ჩათის მეშვეობით.