იმუშავებს თუ არა მაღაზიები უქმე დღეებში

2021-04-13 13:49:36

"ინფო რუსთავს" ათობით მოქალაქე დაუკავშირდა კითხვით, იმუშავებს თუ არა უქმე დღეებში სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში განმარტავენ, უქმე დღეები კერძო სექტორს არ ეხება.

არსებული ინფორმაციით, მაღაზიებთან და სავაჭრო ცენტრებთან მიმართებაში მხოლოდ გაცემულია რეკომენდაციებია ონლაინ გაყიდვაზე გადასვლასთან დაკავშირებით და ობიექტების მფლობელებს საშუალება ეძლევათ თავად გადაწყვიტონ, იმუშავებენ თუ არა იმ პერიოდის განმავლობაში, როცა ქვეყანაში იმოქმედებს უქმე დღეები.

4-11 მაისის უქმე დღეებად გამოცხადების გადაწყვეტილება, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საკოორდინაციო საბჭომ სხდომაზე განიხილა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც მთელს მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოშიც უარესდება.