რუსთავში 611 პირი კოვიდ19-ზე შემოწმდა

2021-04-12 20:20:42

რუსთავში კორონავირუსზე 611 პირი შეამოწმეს.

გასული 24 საათის განმავლობაში, კოვიდ19 N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 23 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 197 პირი შემოწმდა.

გამოკვლეულებს შორის 8 პედაგოგი კოვიდ19 არცერთს არ დაუდასტურდა.

კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა რუსთავის N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა მერი ლოლაძემ "ინფო რუსთავს" უთხრა, სამედიცინო დაწესებულებაში კორონავირუსზე 414 პირი შეამოწმეს.

პაციენტებს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები ჩაუტარდათ.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები