რუსთავში საცხოვრებელი ფართების დაკანონება გრძელდება [photo]

2021-04-12 19:54:42

რუსთავში მოსახლეობისთვის საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროცესი გრძელდება.

ამ ეტაპზე საცხოვრებელი სახლის დაკანონება 80 ოჯახისთვის მოხდა.

რუსთაველებს, რომლებსაც ბინები საკუთრებაში გადაეცათ, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა პარლამენტში ნინო ლაცაბიძემ, ასევე რუსთაველმა დეპუტატმა პარლამენტში ალექსანდრე დალაქიშვილმა, ქალაქის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, ქვემო ქართლის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა და ქონების ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი დუგლაძმ ხელშეკრულებები გადასცე, რომლის საფუძველზეც მოხდება ბინების დაკანონება.

"80 ოჯახს დავუკანონეთ და საკუთრებაში გადავეცით ის ფართები, რომლებსაც წლების განმავლობაში ფლობენ და ცხოვრობენ. სწორედ ჩვენი გუნდის დაპირება იყო, რომ ამ პროცეს აუცილებლად ბოლომდე მივიყვანდით. ყველა შეხვედრაზე ისმოდა კითხვა, როდის მოხდებოდა ფართების საკუთრებაში გადაცემა. მე აქტიურად დავდიოდი და ვხვდებოდი მოსახლეობას. ჩვენმა გუნდმა შეძლო, რომ 80 ოჯახი გაგვეხარებინა",- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ.

მაჟორიტარი თქმით, პროცესი ჯერ კიდევ არ დასრულებულა და ისევ მიმდინარეობს რამდენიმე ათეული ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართის დაკანონებისთვის მუშაობა. ოჯახებს საცხოვრებელი ფართები კერძო საკუთრებაში სიმბოლურ ფასად 1 ლარად გადაეცათ.

ბოლო მონაცემებით, საცხოვრებელი ფართი რუსთავში სხვადასხვა ქუჩაზე სულ 183 ოჯახს დაუკანონდა. ამ ეტაპზე,  რუსთავის მერიის ქონების მართვის სამსახურში, ფართის დაკანონების კანონით გათვალისწინებული პროცედურები,  კიდევ   161 ოჯახის განაცხადზე მიმდინარეობს.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები