ყვარელი-გურჯაანის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას რუსთაველი ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.
40 წლის თეა დვალი 3 არასრულწლოვან შვილთან და 20 წლის ნათესავთან ერთად რუსთავიდან სოფელში ბრუნდებოდა, რა დროსაც ავტოსაგზაო შემთხვევაში მოყვა.
ახალგაზრდა ქალი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა, 20 წლის ახალგაზრდა ბიჭი კლინიკაში გადაყვანის შემდეგ მალევე გარდაიცვალა, 3 არასრულწლოვანი კი დაშავდა.
არასრულწლოვანები ამ დროისთვის მკურნალობას იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოში გადიან.
როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკაში განუცხადეს, მძიმეა ერთ-ერთის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც მართვით სუნთქვაზეა და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ხოლო დანარჩენი ორის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და მკურნალობას ნეიროქირურგიის განყოფილებაში გადიან.