ეპიდვითარება რუსთავში

2021-04-11 18:34:58

რუსთავში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ხუთივე მათგანი N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დადასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 55 პირი შემოწმდა.

გამოკვლეულებს შორის 4 პედაგოგი, 2 კი ტაქსის მძღოლი იყო, მათგან კოვიდ19 არცერთს არ დაუდასტურდა.