ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავში [video]

2021-04-10 13:07:11

რუსთავში, კოსტავას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, "აუდის" მარკის ავტომობილი და "მერსედესის" მარკის ტაქსი ერთმანეთს შეეჯახა.

შეჯახების შედეგად, "აუდის" მარკის ავტომობილმა რკინის კონსტრუქცია შეანგრია და ტროტუარზე შევარდა.

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრული პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.