ვის აქვს მუშაობის უფლება უქმე დღეებში

2021-04-10 12:15:22

იმ საქმიანობების ჩამონათვალი, რომელთაც ქვეყანაში უქმე დღეების პირველ ჯერზე გამოცხადებისას მუშაობის უფლება ჰქონდათ, ასე გამოიყურება:

სანავიგაციო მომსახურება, წყალმომარაგების საქმიანობა და მეტალურგია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, წიაღის გამდიდრების სამუშაოები.

პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი დაწესებულებები;

ის სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლები, რომლებიც მომსახურებას ახორციელებენ Covid-19 პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მართვის ღონისძიებებს, დაფინანსების წყაროს მიუხედავად;

ფარმაცევტული საქმიანობა;

სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება, დისტრიბუცია, რეალიზაცია;

საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო სატვირთო გადაზიდვები. ასევე, სანავსადგურე, სააეროპორტო და სანავიგაციო მომსახურება;

წყალმომარაგების საქმიანობა, ელექტროენერგიის გენერაცია, ელექტროენერგიისა და გაზის გადაცემა, განაწილება, მიწოდება და ვაჭრობა. ასევე, ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციები;

საფოსტო და საკურიერო მომსახურება;

პირების სავალდებულო კარანტინში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე პასუხისმგებელი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები და ფიზიკური პირები;

სამაშველო საქმიანობა;

ჟანგბადის წარმოება-მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობები;

უწყვეტი ტექნოლოგიური ციკლის მქონე საწარმოები (საწარმოები, სადაც ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია საქმიანობის შეჩერება);

დაკრძალვასთან დაკავშირებული საქმიანობები;

მეტალურგია, სამთომოპოვებითი მრეწველობა, წიაღის გამდიდრების სამუშაოები, ასევე აღნიშნული სამუშაოების სრულყოფილად და უსაფრთხოდ განხორციელებისათვის საჭირო სხვა აუცილებელი საქმიანობები.

აქვე უნდა ღინიშნოს, რომ მთავრობაში არ გამორიცხავენ ჩამონათვალი შეიცვალოს.