ხმაური რუსთავში, ცენტრალურ ქუჩაზე.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით ხმაური იყო მესხიშვილის ქუჩაზე სადაც კომენდანტის საათის დროს 2 ახალგაზრდა მამაკაცი გადაადგილდებოდა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.
სამართალდამცავებმა ქვეითად მოსიარულეებს შეახსენეს რომ კომენდანტის დროს გადაადგილება იზღუდება და მათ ჯარიმა გამოუწერეს, რაც გახდა პოლიციელებისა და ახალგაზრდების დაპირისპირების მიზეზი.
არსებული ინფორმაციით საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა 2 მამაკაცი წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს.