2021-04-10 00:02:52
რუსთავში, ბალანჩივაძის ქუჩაზე დედა-შვილმა ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია მიიღო.
"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ბუნებრივი აირის ნამწვით 30 წლამდე ორსული ქალი და მისი 4 წლის შვილი მოიწამლნენ.
სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა დედა-შვილი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანა, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. არსებული ინფორმაციით, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.