"შემთხვევებმა მოიმატა"

2021-04-09 20:18:26

რუსთავში, გასული 24 საათის განმავლობაში, კოვიდ19 N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 12 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 70 პირი შემოწმდა.

ადამიას თქმითვე, გასულ 24 საათში დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი ბოლო დღეების განმავლობაში ყყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გამოკვლეულებს შორის 2 პედაგოგი, 2 კი ტაქსის მძღოლი იყო, მათგან კოვიდ19 არცერთს არ დაუდასტურდა.

პაციენტებს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები ჩაუტარდათ.