კოვიდ19 რუსთავის კიდევ ერთ სკოლაში დაფიქსირდა

2021-04-09 00:54:44

რუსთავის 23-ე საჯარო სკოლაში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა. ვირუსი სკოლის მოსწავლეს აღმოაჩნდა.

ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" ქალაქის საგანმანათლებლო რესურსცენტრში დაუდასტურეს.

როგორც რესურცენტრის ხელმძღვანელმა თამარ ხეჩიკაშვილმა საინფორმაციო სააგენტოს განუცხადა, კორონავირუსის შემთხვევის გამო დისტანციურ სწავლებაზე მხოლოდ ის კლასი გადავა, რომელშიც აღნიშნული მოსწავლე ირიცხება.

#23 საჯარო სკოლის დირექტორმა, მზია კიწმარიშვილმა "ინფო რუსთავს" უთხრა, რომ კორონავირუსი მე-7 კლასის მოსწავლეს აღმოაჩნდა.

დისტანციურ სწავლებაზე კლასი 20 აპრილის ჩათვლით დარჩება.


ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები