Facebook-ის 533 მილიონი მომხმარებლის პერსონალურმა მონაცემებმა გაჟონა

2021-04-04 01:31:24

ჰაკერულ ფორუმებეზე Facebook-ის 533 მილიონი მომხმარებლის პერსონალურმა მონაცემებმა გაჟონა.

ამის შესახებ ინფორმაციას Businessinsider-ი ავრცელებს.

პირველი ადამიანი, რომელმაც ჰაკერულ საიტებზე გაჟონილი პერსონალური მონაცემები აღმოაჩინა Hudson Rock-ის კიბერდანაშაულის დაზვერვის მთავარი ტექნიკური ოფიცერი, ალონ გალი იყო.

გალის მიერ Twitter-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გაჟონილია Facebook-ის 106 ქვეყნის მომხმარებელთა პერსონალური მონაცემები, როგორებიცაა: ტელეფონი ნომერი, Facebook აიდები, სრული სახელი და გვარები, ადგილმდებარეობები, ბიოგრაფიული ცნობები და ზოგიერთ შემთხვევაში ელექტრონული ფოსტის მისამართებიც.

ალონ გალის ცნობით, ჰაკერების ხელში საქართველოდან 95 193 მომხმარებლის პერსონალური მონაცემებიც აღმოჩნდა.

Insider-ის ინფორმაციით, Facebook-ისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ცნობილი ჯერ კიდევ 2019 წელს იყო.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები