რუსთავში კოვიდ19 ტაქსის მძღოლს დაუდასტურდა

2021-04-03 20:35:18

რუსთავში, გასული 24 საათის განმავლობაში, კოვიდ19 N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 5 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 98 პირი შეამოწმდა.

გამოკვლეულებს შორის 10 პედაგოგი, 7 კი ტაქსის მძღოლი იყო, მათგან კოვიდ19 არცერთს არ დაუდასტურდა.

კორონავირუსი დაუდასტურდა რუსთაველ ტაქსის მძღოლსა და მისი ოჯახის 2 წევრს N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში.

როგორც კლინიკის ხეკმძღვანელმა, მერი ლოლაძემ "ინფო რუსთავს" უთხრა, სამედიცინო დაწესებულებაში ვირუსზე 53 პირი შემოწმდა.

პაციენტებს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები ჩაუტარდათ.