მოიმატა თუ დაიკლო კოვიდ19-ის შემთხვევებმა რუსთავში

2021-03-11 18:59:37

რუსთავში, გასული 24 საათის განმავლობაში, კოვიდ19 N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში გამოკვლეულ 2 პირს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკის ხელმძღვანელმა მერი ლოლაძემ "ინფო რუსთავს" განუცხადა, ვირუსზე სამედიცინო დაწესებულებაში სულ 30 პირი შეამოწმდა. პაციენტებს ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტები ჩაუტარდათ.

ვირუსზე 131 პირი გამოიკვლიეს N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში, მათგან კოვიდ19 არცერთს არ დაუდასტურდა.

კლინიკის ხელმძღვანელის მოადგილის, რუსუდან ადამიას თქმით, შემოწმებულთა შორის 29 პედაგოგი, 5 კი ტაქსის მძღოლი იყო.

კორონავირუსის ახალი შემთხვევა გასულ 24 საათში არ გამოვლენილა რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები