"ქვეყანას აქვს ტექნიკური მზაობა ვაქცინაციის დასაწყებად"

2021-01-18 14:05:18

საქართველოში კორონავირუსის ვაქცინაცია 2021 წლის პირველ კვარტალში დაიწყება და ქვეყანაში ვაქცინის 20 000-მდე დოზა შემოვა, რითაც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს აცრიან.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ საკოორდნაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

მისი თქმით, ქვეყანას აქვს ტექნიკური მზაობა, რომ ნებისმიერი ტემპერატურული მოთხოვნის ვაქცინა მიიღოს.

"საქართველოს შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ტემპერატურული მოთხოვნის ვაქცინა. დღეისთვის ბაზარზე აღიარებული სტატუსით, ამ შემთხვევაში ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის აღიარება, ასევე მკაცრი მარეგულირებელი ორგანიზაციების აღიარება და რამდენიმე ვაქცინას აქვს ამგვარი აღიარება. ესენია: ფაიზერი, ასტრაზენეკა, მოდერნა. ამაზე ვსაუბრობთ, თუმცა გეგმა შემდეგ, როცა ახალი ვაქცინა გამოჩნდება ბაზარზე მსგავსი აღიარების, რა თქმა უნდა, მასაც გავითვალისწინებთ. გეგმაში არის დაკონკრეტებული ძალიან მკაფიოდ, რომ სამივე ტემპერატურული რეჟიმისთვის ქვეყანა არის მზად...

რაც შეეხება ვადებს, პირველ ეტაპი არის პირველი კვრატალი 2021 წლის, ამასთან დაკავშირებით კოვაქსის პლატფორმასთან გასული ორი კვირის გამავლობაში მიდის ინტენსიური მოლაპარაკება პირველი დოზების  მიღებაზე პირველ კვარტალში. ამისთვის სამინისტრომ უკვე გააგზავნა წერილი პარასკევს. 18 იანვარი იყო ბოლო ვადა ინტერესის გამოხატვის და დადასტურების,  რომ ქვეყანას შეულია ხვალვე რომ იყოს ხელმისაწვდომი დაიწყოს ვაქცინაცია ფაიზერის ვაქცინით...

მთავარია ის, რომ ქვეყანას უკვე აქვს როგორც მარეგულირებელი ასევე ტექნიკური მზაობა ვაქცინაციის დასაწყებად მომდევნო ორი თვის განმავლობაში",- განაცხადა გაბუნიამ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების შემდეგ კორონავირუსის ვაქცინა გაუკეთდებათ ხანგრძილივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიციარებისა და პერსონალს. ასევე 75 წლის ზევით პირები, მათ შენდეფ კი 65-დან 74 წლამდე ადამიანებს.

ვაქცინაციის მეორე ფაზის ჯგუფში შედიან სტრატეგიული სერვისების მიმწოდებლები. რის შემდეგაც აიცრებიან 55-დან 64 წლამდე პირები. მათ შემდეგ მოდის 18-დან 54 წლამდე პირები, რომლებსაც აქვთ ქრონიკული დაავადებები.

გაბუნიას თქმით, საჭიროა მოსახლეობის 60%-ის აცრა, რაც ჯამურად 1 700 000-მდე ადამიანს შეადგენს.



ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები