რუსთავში ანთებითი სინდრომი 11 თვის ბავშვს გამოუვლინდა

2021-01-19 00:20:46

მულტისისტემური ანთებითი სინდრომი რუსთავში 11 თვის ბავშვს გამოუვლინდა. ბიჭი რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში 3 დღის განმავლობაში იყო მოთავსებული, საიდანაც "იაშვილის სახელობის ბავშვთა ჰოსპიტალში" გადაიყვანეს.

როგორც რუსთავის სამედიცინო დაწესებულების პედიატრიული განყოფილების გამგემ, მარინა აბულაშვილმა "ინფო რუსთავს" განუცხადა, პაციენტმა კორონავირუსი 5 კვირის წინ დაამარცხა.

"როცა შემოვიდა 5 თვის გადატანილი ჰქონდა კოვიდი. სამი დღის განმავლობაში აღენიშნებოდა ცხელება, იშვიათი ხველა, ნაწლავთა მოვლენების გახშირება და ინტოქსიკაციის ნიშნები. ასეთი ბავშვები საჭიროებენ მრავალპროფილურ სტაციონარს, სხვადასხვა სპეციალისტებისგან უნდა იყოს კონსულტირებული და იმიტომაც გადავიყვანეთ იაშვილში. მისი მდგომარეობა მძიმე ნამდვილად არ არის", - განაცხადა მარინა აბულაშვილმა. 

პედიატრის ინფორმაციით, კლინიკიდან უკვე გაეწერა 2-ვე რუსთაველი ბავშვი, რომლებიც მულტისისტემური ანთებითი სინდრომით "იაშვილის სახელობის ბავშვთა ჰოსპიტალში" იყვნენ მოთავსებულები, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამკმაყოფილებელია.

ინფორმაციითვის, აღნიშნული სინდრომით, რომლის შესახებაც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ კოვიდგადატანილ ბავშვებში ვლინდება, საქართველოში 60-მდე პაციენტი მკურნალობს.

მულტისისტემური ანთებითი სინდრომის შესახებ დეტალებს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები