ექიმი გიორგი ღოღობერიძე ფეისბუქის პირდაპირი ეთერის საშუალებით დეტალურ განმარტებას აკეთებს მშობლებისთვის, როგორ უნდა ამოიცნონ მულტისისტემური ანთებითი სინდრომი, რომელიც ბავშვებში კორონავირუსის გადატანის შემდეგ ვლინდება.
ექიმი საუბრობს იმ სიმპტომებსა თუ გართულებებზე, რომელიც სინდრომისთვისაა დამახასიათებელი და აცახდებს, რომ თუ მშობლები დროულად მიმართავენ პედიატრებს, დაავადება მკურნალობას ექვემდებარება და მათი შვილების ჯანმრთელობის მდგომარეობას საფრთხე არ დაემუქრება.
"ეს სინდრომი გვხვდება 0-დან 19 წლამდე ასაკის ბავშვებში, საუბარია გოგონებზეც და ბიჭებზეც, თუმცა უფრო მეტად ბიჭებზე.
ბავშვებს კოვიდი მსუბუქად გადააქვთ, შეიძლება ითქვას უსიმპტომოდაც, მაგრამ აღმოჩნდა, რომ შესაძლებელია ამ დაავადების მოხდიდან, დაწყებიდან ან განვითარების დროს შეხვდეთ ეს სინდრომი, რომელიც საკმაოდ მძიმეა. ვირუსის ორგანიზმში აღმოჩენიდან 2-6 კვირაში სინდრომი შეიძლება გამოვლინდეს იმ ბავშვებშიც კი, რომლებსაც კოვიდი ნიშნების სახით არც კი ჰქონდათ გამოვლენილი.
ამ დაავადების დროს ბავშვის ორგანიზმში ზიანდება ძალიან ბევრი ორგანო.
როცა ბავშვი მოიხდის კოვიდს, თუ შემდეგი 2 თვის განმავლობაში მას ექნება სიცხე და გაუგრძელდება 3 დღეზე მეტხანს, ამას ყურადღება უნდა მივაქციოთ, აქ უკვე არის საგანგაშო მდგომარეობა.
შეიძლება ცხელებას ახლდეს გამონაყარი მთელს სხეულზე, ორივვე თვალის ჩაწითლება, ხელის გულებისა და ფეხის გულების შეშუპება.
ამ დაავადეებამ შესაძლებელია შეუტიოს გულსაც, ძალიან უზიანებს გულს მარცხენა პარკუჭს, რა შემთხვევაშიც წნევა ვარდება დაბლა, ისე, რომ საბოლოო ჯამში, ვითარდება შოკური მდგომარეობა და ვერცერთი ორგანო ვეღარ ღებულობს სისხლს.
ასევე ახლავს გულის კუნთის, გულის პერანგის ან გულის სარქვლების ანთებები, რასაც თუ დროულად არ მიხედავთ, შეიძლება მოყვეს გულის მკვებავი სისხლძარღვების განვითარება ანუ მათში ანევრიზმის ფორმირება. ეს ანევრიზმები კი ძალიან დიდ პრობლემებს ქმნიან საკუთრივ გულში, შეიძლება გასკდეს, დაითრომბოს ან გამოიწვიოს გულის უკმარისობაც.
თუმცა, რაც ყველაზე საყურადღებოა, თუ კოვიდის მოხდიდან 2 თვის განმავლობაში დაიწყება მუცლის ტკივილი, ღებინება და ფაღარათი, უნდა იცოდეთ, რომ ეს დაავადება ყველაზე ხშირად ვლინდება სწორედ ამ 3 ნიშნით", - აცხადებს ექიმი.
გიორგი ღოღობერიძე ღნიშნავს, რომ ამ სიმპტომების გამოვლენისთანავე ბავშვი უნდა წაიყვანოთ პედიატრთან და "მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 98%-იანი ალბათობით საფრთხე არ დაემუქრება".