რუსთავში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსული ინფექციით ინფიცირების 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფიცირებულს შორისაა ტაქსის მძღოლიც. მას გეგმიური ტესტირების დროს კორონავირუსი N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დაუდასტურდა.
როგორც ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ, "ინფო რუსთავს" განუცხადა, დღის განმავლობაში 142 ანტიგენზე დამზადებული ტესტით კვლევა ჩაუტარდა, საიდანაც 19-ს კოვიდი დაუდასტურდა. 4 პირს კი კორონავირუსი PCR ტესტით დაუდგინდა.
ინფიცირების 5 ახალი შემთხვევაა კლინიკა "რუსთავში". დღის განმავლობაში სამედიცინო ცენტრში 12 ადამიანი გამოიკვლიეს.