ძმისშვილის მიერ დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა

2021-01-06 19:46:49

ძმისშვილის მიერ დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

65 წლამდე კაცი “კლინიკა რუსთავში” იყო მოთავსებული.

როგორც კლინიკაში “ინფო რუსთავს” განუცხადეს, მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო. სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ პაციენტს სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა, ჩაუტარდა გადაუდებელი ოპერაცია, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

65 წლამდე მამაკაცი 23 წლის ძმისშვილმა სანადირო თოფიდან დაჭრა. კაცს მრავლობითი ჭრილობები მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული. შემთხვევა გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში მოხდა.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები
RUSTAVI