ძმისშვილმა ბიძა დაჭრა [video]

2021-01-04 00:10:12

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში ძმისშვილმა ბიძა დაჭრა. [ვიდეო/video]

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, 65 წლამდე მამაკაცს მრავლობითი ჭრლობები სანადირო თოფიდან აქვს მიყენებული.

როგორც საინფორმაციო სააგენტომ გაარკვია, ბიძასა და ძმისშვილს შორის მომხდარი სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა, რა დროსაც, 23 წლის მამაკაცმა ბიძას მუცლის არეში ესროლა.

ახალგაზრდა კაცი სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა დაჭრილი "კლინიკა რუსთავში" გადაიყვანა.

როგორც "ინფო რუსთავს" კლინიკის გადაუდებელი დახმარების განყოფილების მორიგე ექიმმა ლალი ღირსიაშვილმა განუცხადა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

ბრალდებული პოლიციამ უკვე დააკავა.