დახმარების მიმღებთა წრე გაფართოვდა

2020-12-19 13:07:06

300 ლარიანი  ერთჯერადი დახმარების მიმღებთა წრე გაფართოვდა.

18 დეკემბრეს „ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის (COVID-19) შედეგად მიყენებული ზიანის შემსუბუქების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ დადგენილებაში მთავრობამ ცვლილება შეიტანა.

ცვლილების შემდეგ სახელმწიფოს ერთჯერად დახმარებას მიიღებედ: "პირები, ვისაც 5 დეკემბრამდე ჩაერიცხათ ხელფასი, თუმცა 2020 წლის 5 დეკემბრიდან 24 დეკემბრამდე ანაზღაურება აღარ მიუღიათ იმ დამქირავებლისგან, რომელსაც 28 ნოემბრიდან დაწესებული შეზღუდვების გამო, შეჩერებული აქვს საქმიანობა და ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების უფლება, ამ ცვლილების თანახმად, მაინც მიიღებენ 300 ლარიან კომპენსაციას".

დღევანდელი მონაცემებით, დახმარების მიღებაზე შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მომხმარებელთა მიერ 73 600 განაცხადია დარეგისტრირებული.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები