რუსთავში ინფიცირებულთა რიცხვი რამდენიმე ათეულით გაიზარდა

2020-12-10 18:24:57

რუსთავში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი რამდენიმე ათეულით გაიზარდა.

ქალაქში, გასული 24 საათის განმავლობაში, კოვიდ19-ის 72 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

აქედან 66 შემთხვევა რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში დადასტურდა. ამის შესახებ "ინფო რუსთავს" პოლიკლინიკის ხელმძღვანელის მოადგილემ, რუსუდან ადამიამ განუცხადა. მისი თქმით, დღის განმავლობაში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტი 187 ადამიანს ჩაუტარდა, საიდანაც 61-ს კორონავირუსი აღმოაჩნდა. ინფიცირების 5 შემთხვევა კი გადამოწმების მიზნით, ლაბორატორიულ კვლევაზე გადაგზავნილი PCR ტესტით გამოვლინდა.

3-დან 2 პაციენტს დაუდასტურდა კორონავირუსი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში მოწყობილ ცხელების ზონაში.

4 პაციენტს კი ვირუსი კლინიკა "რუსთავში" დაუფიქსირდა, აქედან 1 პირი კლინიკის მედპერსონალია.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები