იქნება თუ არა ახალი შეზღუდვები

2020-11-24 12:52:08

საქათველოში ახალი შეზღუდვები ჯერ-ჯერობით არ იქნება.

ამის შესახებ საკორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.

"დღეის მდგომარეობით ჩვენ კონკრეტული გადაწყვეტილებები შეზღუდვებთან დაკავშირებით არ გვაქვს მიღბული. როგორც, სამწუხაროდ, მედიასაშუალებებსა და მოსახლეობაში ვრცელდებოდა არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს გუშინაც ან დღესაც ჩვენ მივიღებდით გადაწყვეტილებას სისტემური ლოკდაუნების შესახებ.

კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ასეთი ტიპის გადაწყვეტილება არ არის ამ ეტაპისთვის მიღებული. გარდა ამისა, ეს გადაწყვეტილება უნდა იქნას მიღებული ფართო კონსულტაციების გზით, რასაც ჩვენ უკვე ვახორციელებთ და, რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაგრძელდება",- განაცხადა ცქიტიშვილმა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები