შარტავას გამზირი გარემოვაჭრეებისგან გაათავისუფლეს

2017-06-10 12:23:29

რუსთავში შარტავას გამზირზე ტერიტორია გარემოვაჭრეებისგან გაათავისუფლეს. ტერიტორიიის გარემოვაჭრეებსგან გათავისუფლება რუსთავის მერიის ზედამხედველობისა და ადგილობრივი მოსაკრებლების სამსახურის მოთხოვნით განხორციელდა. მოვაჭრეები აღნიშნულ ტერიტორიაზე ბოსტნეულს ყიდდნენ. ზედამხედველობის სამსახურის მიერ ტერიტორიების გასუფთავება, სავარაუდოდ, ყველა იმ ადგილზე მოხდება, სადაც სავაჭრო თუ სხვა სახის კონსტრუქციები თვითნებურადაა განთავსებული.

როგორც "ინფო რუსთავს" მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა ლევან კუპატაძემ რამდენიმე კვირის წინ განუცხადა, ქუჩებში გარემოვაჭრეების მიერ კონსტრუქციების განთავსებას კანონი კრძალავს, შესაბამისად ზედამხედველობი სამსახური შესაბამის ზომებს მიმართავს. ვრცლად ზედამხედველობის სამსახურის მიერ გარე მოვაჭრეების მიმართ მოწოდება იხილეთ აქ.