ზედამხედველობის სამსახური გარე მოვაჭრეებს მოუწოდებს.

2017-03-21 20:38:53

ზედამხედველობის სამსახური მოსახლეობას, ტროტუარებზე თვითნებურად განთავსებული მსუბუქი კონსტრუქციების აღებისკენ მოუწოდებს. ლევან კუპატაძის განცხადებით, ქუჩებში გარე მოვაჭრეების მიერ კონსტრუქციების განთავსებას კანონი კრძალავს. ზედამხედველობის სამსახურში განმარტავენ, რომ ქალაქში რაიმე სახის მსუბუქი კონსტრუქციის განთავსება, მხოლოდ არქიტექტურის სამსახურის ნებართვის საფუძველზეა შესაძლებელი. ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელი ლევან კუპატაძე - "ქალაქში კონსტრუქციის განთავსების სურვილის შემთხვევაში უნდა მიმართონ არქიტექტურის სამსახურს, უნდა მოიპოვონ შესაბამისი ნებართვა და რა თქმა უნდა ჩვენ სამსახურთან პრობლემა არ შეექმნებათ, სხვა ყველა შემთხვევაში ეს ჩაითვლება თვითნებობად და ჩვენი სამსახური გაატარებს შესაბამის ზომებს, ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს ეს კონსტრუქციები გარე მოვაჭრეების მიერ იყო დამონტაჟებული თუ არა".