გუშინ, ხელოვნურ ტბაში მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავის“ თანამშრომლებმა, აღნიშნულ ტერიტორიაზე აქცია გამართეს. ჟურნალისტებმა ტერიტორიაზე, გამაფრთხილებელი შინაარსის აბრები განათავსეს სახელწოდებით "აქ ბანაობა აკრძალულია" და "აქ ბავშვი დაიღუპა". "ინფო რუსთავის თანამშრომლები, რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობისგან, უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, დამატებით გამაფრთხილებელი ბანერების განთავსებას და ტერიტორიის შემოსაზღვრას ითხოვენ.
აქცია გუშინ მომხდარ უბედურ შემთხვევას უკავშირდება. ე.წ ახალი ხიდის მიმდებარედ არსებულ ხელოვნურ ტბაში, გუშინ საღამოს, 9 ჭლის ბიჭი დაიხრჩო. ინფორმაციის სოციალურ ქსელში გავრცელების შემდეგ რუსთაველები ითხოვდნენ რომ მიმდებარე ტერიტორია ბავშვებისთვის მიუწვდომელი იყოს და თვითმმართველობას შესაბამისი ღონისძიებების გატარებისკენ მოუწოდებდნენ.