დამხვრჩალი ბავშვი იპოვნეს (ფოტო-ვიდეო)

2017-06-08 19:56:36

უბედური შემთხვევა ხელოვნურ ტბაში (ე.წ. ახალ ხიდთან დაახლოებით 17:30 საათზე) მოხდა. თვითმხილველების თქმით პატარები ტბაში ბანაობდნენ, ერთერთი სიღრმეში შევიდა და გამოსვლას ვერ ახერხებდა, მისმა პატარა ძმამ კი დახმარება იქ მყოფებს სთხოვა. ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო, სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. მოზარდის ძებნა დაახლოებით 1 საათი მიმდინარეობდა, საბოლოოდ კი 9 წლის ბიჭი ტბიდან გარდაცვლილი ამოიყვანეს. ნახეთ ვიდეო.