სახელოვნებო სკოლებში სწავლა 25 ნოემბრამდე არ განახლდება

2020-11-06 18:26:14

რუსთავში, 9 ნოემბრიდან 25 ნოემბრამდე ყველა სამუსიკო, სახელოვნებო და სასპორტო სკოლებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი წყდება. ამის შესახებ ინფო რუსთავს რუსთავის მერიაში განუცხადეს.

თვითმმართველობამ ასევე რეკომენდაციით მიმართა "შ.პ.ს საკალათბურთო კლუბი რუსთავი 1991"-ს შეაჩეროს სასპორტო განათლების მიღება, 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებში, 9 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში, ორშაბათიდან ასევე იხურებს ყველა საბავშვო-ბაღი.

ბაგა-ბაღების გაერთიანების გადაწყვეტილებით, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ქალაქში 25 ნოემბრიდან აღდგება.