რუსთავში ბაღები იხურება

2020-11-06 11:55:34

ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან რუსთავში არსებული ყველა ბაგა-ბაღი დაიხურება. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა ეკა ხუციშვილმა მიაწოდა.

ხუციშვილის განცხადებით, კოვიდპანდემიიდან გამომდინარე, ბაღებში აღსაზრდელების დასწრების ძალიან დაბალი მაჩვენებელი იყო.

"კლების დინამიკა გვაქვს ძალიან მზარდი. ბავშვები არ გვყავს ბაღში, არ მოყავთ მშობლებს იმიტომ, რომ ეშინიათ და ეს გასაგებიც არის. თუ იმასაც გავითავლისწინებთ, რომ ბაღების რამდენიმე თანამშრომელსაც დაუდასტურდა ინფექცია, მშობლები ფრთხილობენ, რა თმა უნდა. ბაღი, სადაც ბავშვი არ დადის, პრაქტიკულად მაინც დაკეტილია, ამიტომ მივიღეთ ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა ხუციშვილმა.

რუსთავის ბაგა-ბაღების გაერთიანების გადაწყვეტილებით, სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი ქალაქში 25 ნოემბრიდან აღდგება.