2026-10-29 18:45:34
რუსთავის ავტობანზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. [ვიდეო/video]
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთვის" ინფორმაციით, თავდაპირველად ერთმანეთს სატვირთო და "შევროლეტის" მარკის ავტომობილები დაეჯახნენ, რის შემდეგაც სატვირთო ინერციით "ტოიოტას" მარკის ავტომობილს შეეჯახა.
შემთხვევის დროს ორი ადამიანი დაშავდა, ერთს სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწიეს, ხოლო მეორე სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკაში გადაიყვანა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი.