რუსთავში ავარიის შედეგად ერთი ოჯახის 4 წევრი დაშავდა [video]

2020-11-07 01:35:52

რუსთავში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთი ოჯახის 4 წევრი დაშავდა. დაშავებულები დედ-მამა და შვილები არიან, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი. [ვიდეო/video]

ავტომობილში მყოფი 4-ვე პირი სასწრაფო-დახმარების ეკიპაჟმა შემთხვევის ადგილიდან  რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.

როგორც "ინფო რუსთავს" რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეა გელაშვილმა განუცხადა, კლინიკაში შეყვანილი 3 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მსუბუქია, ერთის კი საშუალო სიმძიმის. გელაშვილის ინფორმაციითვე, მსუბუქადაა დაშვებული მცირეწლოვანი ბავშვი.

შეგახსენებთ, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, სასაფლაოების მიმდებარე ტერიტორიაზე. "მერსედესის" მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს შეეჯახა.