რუსთავში ავტომობილი ამოტრიალდა

2020-11-06 13:48:01

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში, სასაფლაოების მიმდებარე ტერიოტირიაზე.

“მერსედესის” მარკის ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა, ამოტრიალდა და ხეს შეეჯახა.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 4 ადამიანი დაშავდა. დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია კრიმინალური პოლიცია.