რუსთავში კოვიდ19 ექთანს დაუდასტურდა

2020-10-14 20:08:43

კორონავირუსი რუსთავში არსებული ერთ-ერთი სტომატოლოგიური კლინიკის ექთანს დაუდასტურდა. პაციენტი რუსთავის ცხელების ზონაში იყო მოთავსებული. ამის შესახებ ინფორმაცია "ინფო რუსთავს" ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა პაპუნა ბახტაძემ მიაწოდა.

როგორც საინფორმაციო სააგენტოსთვის გახდა ცნობილი, ექთანი რუსთავის საკრებულოს წევრის სტომატოლოგიურ კლინიკაშია დასაქმებული, დეპუტატს კოვიდ19 მანამდე დაუდასტურდა.

ქალაქში, დღის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 6-მდე გაიზარდა.

რუსთავის საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ცენტრის ინფორმაციით, პაციენტების ნაწილის ტესტის პასუხი ცნობილი დღის მეორე ნახევარში გახდა.

6-დან 4 პაციენტს კორონავირუსი რუსთავის ცხელების ზონაში დაუდასტურდა. ცენტრალური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა "ინფო რუსთავთან" განმარტება გააკეთა დანარჩენი სამი პაციენტის ინფიცირების წყაროს შესახებაც.

"ერთი თბილისიდანაა, ეს კლასტერი რუსთავთან შემხებლობაში არ არის. ერთი არის კოდას კლასტერი, გეგმიურ შემოწმების დროს დაუდასტურდა, ერთი კი თუთარჩელას კონტაქტია", - აცხადებს ბახტაძე.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები