"ინფო რუსთავმა" "ლენდოს" დაყაჩაღების კადრები ექსკლუზიურად მოიპოვა. შეგახსენებთ რომ 23 მაისს მირკოსაფინანსო ორგანიზაცია "ლენდო" ერთმა პირმა დააყაჩაღა. მომხდარიდან 1 კვირაში შსს-ში განაცხადეს რომ ფაქტთან დაკავშირებით ეჭვმიტანილი დაკავებულია და საქმე გახსინილია. დაკავებულის ადვოკატი "ინფო რუსთავთან" საუბარში აცხადებს რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირი ბრალს არ აღიარებს და აცხადებს რომ პოლიციას ის დამნაშავეში ეშლება. ადვოკატი ასევე აღნიშნავს რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულის ჩადენის მომენტში სამსახურში იმყოფებოდა, თავს დამნაშავედ არ სცნობს და შესაბამისად სასამართლო პროცესზე გირაოს შეთავაზებაც არ მომხდარა. დაკავებულს 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ნახეთ ვიდეო.