2026-11-15 14:27:28
ლანჩხუთში, ნიგვზიანი-ჯურუყვეთის მონაკვეთზე სამგზავრო მატარებელი დაეჯახა მსუბუქ ავტომობილს.
გავრცელებული ინფორმაციით ავარიის შედეგად დაიღუპა ავტომობილის მძღოლი.
ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო სამაშველო ეკიპაჟი.
როგორც, საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძება სისხლის სამართლის კოდექისის 275-ე მუხლით დაიწყო.