ერთი პოლიციელი დაჭრეს, მეორეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

2020-08-11 17:43:26

ქობულეთის სოფელ გვარაში მამაკაცმა ერთი პოლიციელი ცივი იარაღით დაჭრა, მეორეს კი ფიზიკურად გაუსწორდა.

"ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლი ბოძს შეეჯახა, რის შემდეგაც ადგილზე პოლიცია მივიდა. კაცი სამართალდამცავებს არ დაემორჩილა და თავს დაესხა.

თვითმხილველების თქმით, კაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ფიზიკური დაპირისპირებისას კაცმა ერთი პოლიციელი დაჭრა, მეორეს კი ფიზიკურად გაუსწორდა.

ორივე მათგანი სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და კლინიკაც დატოვეს.

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში "ინფო რუსთავს" განუცხადეს, მომხდარზე სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლით ერთი პიროვნება დააკავეს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.