დაკარგული მამაკაცი ტყეში იპოვეს

2020-08-10 13:51:20

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაკარგული 84 წლის მამაკაცი იპოვეს.

სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა, 4-დღიანი ძებნის შემდეგ სოფელ ხალაში დაკარგული ავთანდილ გვარიშვილს მიაგნო.

არსებული ინფორმაციით მამაკაცი მოკლი გზით წასვლას ცდილობდა და მდინარე დეხვის სათავის ტერიტორიაზე, ტყის მასივის გადაკვეთის დროს გზა აებნა და დაიკარგა.

მამაკაცს თან არ ჰქონდა მობილური ტელეფონი და არც სხვა რაიმე საშუალება რითაც ოჯახის წევრებს ან თანასოფლელებს ხმას მიაწვდენდა.

მიუხედავად იმისა რომ ამ ხნის მანძილზე მამაკაცს არც საჭმელი მიუღია და არც წყალი ის თავს მაინც კარგად გრძნობს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შეტყობინება 112-ში 5 აგვისტოს შევიდა, საძიებო სამუშაოებში 97 მეხანძრე-მაშველი და პოლიცია იყო ჩართული.