ბაჩალიაშვილის მშობლებმა შიმშილობა დაიწყეს

2020-08-06 12:21:11

თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებმა გენერალური პროკურატურის წინ შიმშილობა დაიწყეს.

როგორც ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა განაცხადა, ის შიმშილობას გააგრძელებს მანამ, სანამ საქმეში FBI არ ჩაერთვება.

ამასთან, თეონა თამაზაშვილი დღეს გენერალურ პროკურორთან ირაკლი შოთაძესთან შეხვედრას ითხოვს.

ოჯახმა გენერალურ პროკურატურასთან საგანგებო განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გუშინ გავრცელებულ ინფორმაციას, 23 წლის გოგონას კომპიუტერის ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით, უნდობლობას უცხადებს. მათი თქმით, მასალა ხელოვნურადაა შექმნილი უწყების მიერ.

ავტორი

თამუნა გაჩეჩილაძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები