ვინ არის ინფიცირებული აბიტურიენტი

2020-07-11 19:22:47

გოგო, რომელმაც ქართულ ენასა და ლიტერატურაში გამოცდა რუსთავის საგამოცდო ცენტრში ჩააბარა და კორონავირუსი დაუდასტურდა, დარჩენილი გამოცდების ჩაბარებას ვეღარ შეძლებს.

ამის შესახებ მისი ახლობელი სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს და ხელისუფლებას სთხოვს, რომ მას გამოცდების ჩაბარების უფლება დართონ.

ინფიცირებული აბიტურიენტი გარდაბნის მკვიდრი ანი ონიანი.

გთავაზობთ მისი ახლობრილს ფეისბუქ პოსტს

"გამარჯობათ! აბიტურიენტი, რომელსაც კორონა ვირუსი აღმოაჩნდა არის ჩემი ოჯახის წევრი. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. კონსერვატორიაში ვოკალის განხრით აბარებს, სადაც ვოკალში ყველაზე მაღალი-98 ქულა აიღო და ფაქტიურად გაინაღდა უფასო ადგილი. მხოლოდ მინიმალურის გადალახვა დარჩა სხვა გამოცდებზე. როგორც გვითხრეს აღარ დაიშვება გამოცდებზე და ფაქტიურად ამხელა წარმატებას წყალში უყრიან ბავშვს. ქართული ოპერის წამყვანი მომღერლები უკვე კარგად იცნობენ ამ ბავშვს. ვთხოვ ხელისუფლებას, რომ გამონახოს რაიმე მექანიზმი და ამ ბავშვს ამხელა წარმატებას ნუ დაუკარგავენ. ყველას გთხოვთ გააზიაროთ, იქნებ მივიღოდ შედეგი!!!",- წერს ინფიცირებულის ნათესავი მიხეილ ქურასბედიანი.

"ინფო რუსთავი" ამ თემასთან დაკავშირებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს დაუკავშირდა, სადაც განგვიცხადეს, რომ ინფიცირებული გოგო, ამ დროის ინფორმაციით, საგამოცდო პროცესში ვერ ჩაერთვება.

შეგახსენებთ, რომ "ინფო რუსთავმა" 10 ივნის გაავრცელა ინფორმაცია, რომ აბიტურიენტმა, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 7 ივლისს გამოცდა რუსთავის საგამოცდო ცენტრში ჩააბარა.

ავტორი

ელენე ლაცაბიძე

ნახე ავტორის სხვა სიახლეები