გახარია რუსთაველებს პასუხუბს [video]

2020-07-10 22:06:59

ეკოლოგიური საკითხები არის მთავრობისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხები - ასე უპასუხა საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ "ინფო რუსთავის" მიერ დასმულ კითხვას, რომელიც რუსთავში წლების განმავლობაში მოუგვარებელ, ჰაერის დაბიძნურების პრობლემას შეეხებოდა. [ვიდეო/video]

საინფორმაციო სააგენტო დაინტერესდა, იყო თუ არა გახარია ინფორმირებული იმასთან დაკავშირებით, რომ საკანონმდებლო პაკეტის განხილვა, რომელიც ამ კუთხით სანქციების გამკაცრებას ითვალისწინებდა, გადაიდო და "ინფო რუსთავის" ჟურნალისტმა მთავრობის მეთაურს ჰკითხა, გაატარებს თუ არა ხელისუფლება ქმედი ზომებს, რომ საბოლოოდ აღმოიფხვრას რუსთავში პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში მოსახლეობის პროტესტის მიზეზი ხდება.

პრემიერის თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ პარლამენტში მაქსიმალურად სწრაფად მოხდეს ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიღება.

"ეკოლოგიური საკითხები მთავრობისთვის არის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხები, სწორედ ამიტომ გუშინდელ მთავრობის სხდომაზე ეს საკითხი გავიდა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად პარლამენტში მოხდეს ამ საკანონმდებლო ინიციატივის მიღება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რუსთავში გუშინ საპროტესტო აქცია გაიმართა. პროტესტის მიზეზი იმ კანონპროექტის პაკეტის განხილვის გადადება გახდა, რომელიც ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებისთვის სანქციების გაცემის კუთხით ცვლილებებს ითვალისწინებს.