რუსთავში მუშა დაშავდა

2020-07-09 11:51:19

მეტალურგიულ ქარხანაში მუშის დაშავების ფაქტთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავი" დაინტერესდა, იკვეთება თუ არა საწარმოს პასუხისმგებლობა მომხდარზე და დაუფინანსებს თუ არა მკურნალობის ხარჯებს კომპანია მუშას, თუმცა მეტალურგიაში განგვიცხადეს, რომ საკითხზე მოკვლევა მიმდინარეობს და ოფიციალურ განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებენ.

შეგახსენებთ, მეტალურგიულ ქარხანაში, სორტულ საწარმოში, 25 წლამდე მამაკაცს  ბარძაყის არეში ცხელი არმატურა მოხვდა.

დაშავებულს პირველადი დახმარება ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში აღმოუჩინეს, მოგვიანებით კი პაციენტი თბილისის სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.