რუსთავში მამაკაცს ცხელი არმატურა მოხვდა.
"ინფო რუსთავი"-ს ინფორმაციით 25 წლამდე მამაკაცს, რომელიც მეტალურგიულ ქარხანაში, სორტულ საწარმოში მუშაობდა მძიმედ დაშავდა.
ახალგაზრდას გავარვარებული არმატურა, ბარძაყის არეში მოხვდა.
დაშავებული თავდაპირველად ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში შეიყვანეს, სადაც მას პირველადი დახმარება გაეწია.
მოგვიანებით კი პაციენტი თბილისის სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.